Geo

    ექპლუატაციის ფაზაზე გვირაბები სულ წყლით შევსებულია. საინჟინრო/ტექნიკური თვალსაზრისით, გვირაბის მთლიანი შევსება სასურველია ერთხელ მოხდეს და ამგვარად თავი ავარიდოთ მის ხშირ დაცლასა და შემდგომ თავიდან შევსებას. ინსპექციის მიზნით, ხოლმე მოხდება გვირაბების დაცლა და დათვალიერება, თუმცა ზოგადად იგი სულ წყლით იქნება სავსე.

    კაშხლის ქვედა ბიეფში წყლის ხარჯი შემცირდება, თუმცა თითოეული კაშხლიდან მოხდება გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ხარჯის გატარება. უხვნალექიანობის ან წყალმოვარდნების დროს ეკოლოგიურ ხარჯთან ერთად მოხდება ზედმეტი ხარჯის გატარებაც.

    დიდაჭარის კაშხალის სიმაღლეა 52მ, ხოლო სხალთის კაშხალის - 18მ.   

    თითოეულ წყალსაცავს აქვს „გვირაბის წყალმიმღები,“ რომელიც სპეციალური ფარებით იღება და იკეტება. როცა წყალსაცავი წყლით ივსება წყალმიმღების ფარი იღება და დახრილობის გამო წყალი გვირაბში ბუნებრივი ნაკადით მიედინება.   

    წყლის გაშვება თითოეული კაშხლიდან ხდება შემდეგ შემთხვევაში: 1) წყალსაცავის გარეცხვის დროს, როცა კაშხლის ფარები ღიაა, რათა მოხდეს წყალსაცავში დაგროვილი ნატანის გამოტანა და 2) მაღალი მოდინების პერიოდში, როცა, წყალსაცავში წყლის რაოდენობა აღემატება წყალსაცავის მოცულობას და ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის საჭირო წყლის რაოდენობას. გარეცხვა მოხდება სწორედ მაღალი შემოდინების პერიოდში, უმთვარესად გაზაფხულზე. ეს ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ მუნიციპალიტეტებს, გარდა ამისა მოსახლეობის წინასწარ გაფრთხილების მიზნით ფარების გახსნის დროს ჩაირთვება სირენები.     

    ზოგადად მდინარეში წყლის დონე 1-3 მეტრით მოიმატებს, თუმცა არ გადააჭარბებს იმ დონეს, რაც კალაპოტში პროექტამდე არსებობდა. წყალგაშვების დროს მდინარის ნაპირებიდან წყლის გადმოსვლა არ არის მოსალოდნელი.

    ჰესის სხვადასხვა კომპონენტს აქვს განსხვავებული სიცოცხლისუნარიანობა; მოძრავი ნაწილები, როგორიცაა ტურბინები და გენერატორები განიცდიან უფრო მეტ ცვეთას, ამიტომაც მათი შეცვლა უფრო ხშირად უნდა მოხდეს. სამოქალაქო-საინჟინრო ობიექტები, როგორიცაა კაშხლები, გვირაბები და ჰესის შენობები უფრო დიდ ვადაზეა გათვლილი (50 + წელი). პროექტის განმავლობაში მოხდება ყველა ნაგებობის მონიტორინგი დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.  

    საქართველოში და ასევე თურქეთშიც. 

    შუახევი ჰესის მიზანია, რომ ქვეყნის ენერგოქსელს მიაწოდოს სტაბილური ენერგია. დამატებითი ელექტროენერგიის მეშვეობით შემცირდება შუქის გამორთვები და მომხმარებლებს ექნებათ სტაბილური ელექტროენერგია. რაც შეეხება დენის ტარიფს, მას ადგენს საქართველოს მთავრობა.

    მთელი წლის განმავლობაში წყალსაცავში აკუმულირდება მყარი ნატანი, რომელიც დროთა განმავლობაში წყალსაცავში ილექება, ამას წყალსაცავის მოლამვას უწოდებენ. იმისათვის, რომ წყალსაცავმა არ დაკარგოს წყლის სასარგებლო მოცულობა (წყლის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის), საჭიროა პერიოდულად მოხდეს წყალსაცავის გარეცხვა. კერძოდ, გაზაფხულზე, წყალუხვობის პერიოდში მოხდება წყალსაცავში დაგროვილი ნატანის გარეცხვა კაშხალზე გამრეცხი ფარების გახსნით და ხარჯის გატარება ქვედა ბიეფში. წყალსაცავის გარეცხვის დროს სადერივაციო გვირაბისთვის წყლის მიწოდება არ ხდება და მდინარის ხარჯი სრული მოცულობით ტარდება ქვედა დინების მიმართულებით. ამ დროს ჰესი დროებით გაჩერებულია და არ ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება. უნდა აღინიშნოს, რომ სხალთის და დიდაჭარის წყალსაცავების გარეცხვა ხდება ეტაპობრივად, პირველ ეტაპზე ხდება სხალთის წყალსაცავის გარეცხვა, ხოლო შემდგომ - დიდაჭარის, დაახლოებით 4-5 დღის ინტერვალით.      

     

    თუ რა რაოდენობის წყლის ხარჯის გატარება მოხდება ქვედა დინებაში, ეს დამოკიდებულია მდინარის ბუნებრივ შემოდინებაზე. გარეცხვის დროს მდინარეში წყლის დონე მოიმატებს, თუმცა არ გადააჭარბებს მდინარის ბუნებრივი შემოდინების დონეს. დიდაჭარის წყალსაცავის რეცხვისას მოხდება დაახლოებით 50-60მ³/წმ წყლის გაშვება, ხოლო სხალთის წყალსაცავის რეცხვისას 30-40მ³/წმ წყლის გაშვება.

    ჩვენმა კომპანიამ ჩაატარა მდ. სხალთისწყლის ჰიდრავლიკური კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მდინარის კალაპოტის და შეტბორვის სიმაღლეების გამოვლენა მდინარეში არსებული სხვადასხვა ხარჯის დროს, 20მ³/წმ-დან 100მ³/წმ-ის ჩათვლით. კვლევის დროს გამოვლინდა მიწის ის ნაკვეთებიც, რომლებიც მოქცეულია ბუნებრივი დატბორვის რისკის ზონაში. კვლევის შედეგაგდ დადგინდა, რომ წყალსაცავების ნატანისგან გარეცხვით გამოწვეული მდინარის წყლის დონის მატება არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას მდინარის ბუნებრივი, სეზონური წყლის დონის მატებით გამოწვეულ დატბორვაზე.    

    გარდა ამისა, ყოველი გარეცვხის წინ ვახორციელებს ორივე ხეობის დრონით გადაღებას, რათა გამოვავლინოთ გარეცხვამდე არსებული მდგომარეობა და შემდგომ მოვახდინოთ გარეცხვის ზეგავლენის შეფასება/რეაგირება.  

    ჩვენი კომპანია 2013 წლიდან ახორციელებს მონიტორინგს მდინარის ჰაბიტატებზე, ძირითადად თევზებზე, ასევე მაკროუხერხემლოებსა და მეზოჰაბიტატებზე. ეს დაკვირვებები ოპერირების ფაზაზეც რეგულარულად გაგრძელდება. მონიტორინგის მონაცემების დამუშავებაში ასევე ჩართულნი არიან საერთაშორისო ექსპერტებიც. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდება რაიმე ზემოქმედება გარემოზე, კომპანია განახორციელებს კონკრეტულ შემარბილებელ ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ბიომრავალფეროვნებაზე არ დარჩეს რაიმე ნარჩენი ზემოქმედება. ყველა შემარბილებელი ღონისძიების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის მოსალოდნელი, რომ პროექტმა გამოიწვიოს ადგილობრივი ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი შეუქცევადი ზიანი.

    კომპანიის მიერ შესწავლილია კაშხლის ქვედა ბიეფში მცხოვრები წყალმოსარგებლეები. კომპანია მოახდენს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ეკოლოგიური ხარჯის გატარებას. კაშხლებზე დამონტაჟებულია ეკოლოგიური ხარჯის მზომი ხელსაწყოები რაც მუდმივ რეჟიმში აღრიცხავს და უზრუნველყოფს საჭირო ოდენობის წყლის გატარებას 24 საათის განმავლობაში. გაშვებული ეკოლოგიური ხარჯის მონაცემები მიეწოდება გარემოს დაცვის სამინისტროს და ასევე, განთავსდება კომპანიის ვებ-გვერდზე.

    კომპანიამ სოფელ ვაშლოვანსა და დიდაჭარაში,  ხულოს მუნიციპალიტეტში დარგო 2,700 ძირი წითელი ნუსხის ხე კომპანიის მიერ განხორციელებული ტყის ჭრის საკომპენსაციოდ. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს აჭარის სატყეო სააგენტოსთან, რათა საკომპენსაციო ღონისძიებების ფარგლებში ტყის გაშენება-დარგვისათვის მოხდეს დამატებითი მიწის ნაკვეთების გამოყოფა.

    სანაყაროს მიწები წარმოადგენს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს საკუთრებას და მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ საპროექტო მიზნებისთვის. გარდა ამისა, კომპანია ვალდებულია აღადგინოს აღნიშნული სანაყაროები და 2 წლის განმავლობაში განახორციელოს რეაბილიტაციის მონიტორინგი, რის შემდეგაც კომპანია მიწას დაუბრუნებს სახელმწიფოს.

    ჰიდროენერგია არის სუფთა, განახლებადი ენერგია. კაშხლის ოპერირების დროს მდინარის წყალს დაბინძურების რისკი არ ემუქრება. გარდა ამისა,  „აჭარისწყალი ჯორჯია“ ჩაატარებს წყლის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს.   

    მსოფლიო პრაქტიკაში წყალსაცავების გამორეცხვისას იქთიოფაუნაზე (თევზები, მაკროუხერხემლოები, ასოცირებული ჰიდროფაუნა) ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით დანერგილია რიგი ღონისძიებები, რასაც შუახევიჰესი აქტიურად იყენებს, კერძოდ:

    1. წყალსაცევების გამორეცხვის წინ, გამორეცხვის პროცესში და გამორეცხვის შემდგომ მიმდინარეობს გარემოსდაცვითი (თევზები, მაკროუხერხემლოები, წყლის ხარისხობრივი მახასიათებლები, სიმღვრივე)  მონიტორინგი, რომლის მიზანია გამორეცხვის გარემოზე ზეგავლენის ფორმების და მასშტაბების შეფასება და მათ საფუძველზე სათანადო რეკომენდაციების შემუშავება, ასევე თუ გამორეცხვის პროცესში მონიტორინგისას დაფიქსირდება კრიტიკული ნიშნულები მიიღება გადაწყვეტილება გამორეცხვის დროებით შეჩერების თაობაზე;

    2. წყალსაცავების გამორეცხვა დასრულდება თევზის ინტენსიური ტოფობის პერიოდის დასაწყისამდე, რითაც მინიმიზირებული იქნება გამორეცხვის ნეგატიური გავლენა იქთიოფაუნის რეპროდუქციაზე;

    3. შუახევიჰესის წყალსაცავების გამორეცხვა განხორციელდება ცალ-ცალკე და არა ერთობლივად, მინიმალური შუალედებით არანაკლებ 5 დღისა, რათა თავიდან იქნეს აცილებული გამორეცხვის კუმულაციური გავლენა მდინარე აჭარისწყალზე - მდ. სხლათის შეერთების ადგილზე და მის ქვვევით;

    4. წყალსაცავების გამორეცხვა განხორციელდება საგაზაფხულო წყალდიდობის პერიოდში, საგაზაფხულო წყალმოვარდნის ერთ-ერთი ეტაპის შემდგომ, რითაც მინიმიზირებული იქნება ნეგატიური გავლენა იქთიოფაუნაზე, რადგან ამ დროს თევზები აქტიური წარეცხვის უბნებიდან უკვე გადანაცვლებული არიან წარეცხვისგან განრიდების უბნებში;

    5. წყალსაცავების გამორეცხვა განხორციელდება ყოველწლიურად, რათა თავიდან იქნას აცილებული წყალსაცავებში დიდი რაოდენობით ნალექის დაგროვება და  შესაბამისად შემცირდეს გამორეცხვის პროცესის ზეგავლენის მასშტაბები.

    „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს შემუშავებული აქვს ოპერირების ფაზის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ოთხწლიანი სტრატეგია, რომელიც დამტკიცებულია დირექტორთა საბჭოს მიერ. დოკუმენტი ითვალისწინებს გრძელვადიანი სოციალური პროგრამების გაგრძელებას.

    ოპერირების ფაზაზე ძირითადად ტექნიკურ-მექანიკური და/ან ელექტროენერგეტიკული განათლების მქონე კადრებია საჭირო. ისინი პასუხისმგებელნი არიან ჰესის გამართულად მუშაობაზე და ასევე, დანადგარების მოვლაზე. დამატებით, ასევე საჭირო იქნება ადმინისტრაციული პერსონალი.

    კომპანია იხდის ყველა გადასახადს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, როგორიცაა საშემოსავლო, მოგების, დღგ და ქონების გადასახადი.

    წყალსაცავების გარეცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმების გათვალისწინებით. ყოველი გარეცხვის წინ სამუშაოების შეთანხმება ხდება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან. მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპანია ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:

    - ყოველი გარეცხვის წინ კომპანია აწვდის წერილობით შეტყობინებებს და ასევე ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების (ხულოს, შუახევის და ქედის) მერის წარმომადგენლებთან, თემის რწმუნებულებთან, ასევე პოლიციის, სახანძროს და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან.

    - საინფორმაციო შეხვედრები ტარდება ქვედა ბიეფში მცხოვრებ მოსახლეობასთან, მდინარის კალაპოტთან ახლოს არსებულ სასწავლო დაწესებულებების პედაგოგებთან და მოსწავლეებთან

    - წყალგაშვებამდე 15 წუთით ადრე და ასევე, უშუალოდ წყლის გაშვების დროს ირთვება გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალები    

    - კომპანიამ ჰიდროელექტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიდებთან, გადასასვლელებთან განათავსა უსაფრთხოების ნიშნები. მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გამოიჩინოს სიფრთხელე და დაიცვას უსაფრთხოების წესები.      

    გაითვალისწინეთ, რომ წყალგაშვების დროს მდინარეში წყლის დონე მოიმატებს, თუმცა არ გადააჭარბებს იმ დონეს, რაც მდინარის კალაპოტში პროექტამდე არსებობდა. წყალგაშვების დროს მდინარის ნაპირებიდან წყლის გადმოსვლა არ არის მოსალოდნელი.

    არა, თევზაობა წყალსაცავში აკრძალულია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.  

    არა, წყალსაცავში ცურვა აკრძალულია. წყალსაცავის შევსების და გაშვების დროს წყლის დონე მოიმატებს და დაიკლებს 10მ-ის ფარგლებში და სახიფათოა.

    დიდაჭარის წყალსაცავთან ის ადგილები, რომელიც ციცაბოა და მოსახლეობა საძოვრად იყენებს შემოსაზღვრება ღობით. გარდა ამისა, მოსახლეობაც ფრთხილად უნდა იყოს და თვალი ადევნოს, რომ პირუტყვი წყალსაცავში არ ჩავარდეს. 

    კომპანიას შემუშავებული აქვს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმა, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლოთ აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსთან, საგანგებო სიტუაციის დროს პირველი საკონტაქტო რგოლი არის აღნიშნული სამმართველო. ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის დროს უნდა დაუკავშირდეთ  ნომერზე 112.