Geo

    ჩვენთვის მდგრადობა მხოლოდ ბიზნეს სტრატეგია არ არის - ეს არის ჩვენი ვალდებულება. კარგად ვაცნობიერებთ, რომ მდგრადი მიდგომა სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს ბიზნეს საქმიანობას, არამედ ამგვარად ხელს ვუწყობთ უკეთესი სამყაროსა და საზოგადოების ჩამოყალიბებაში.   

    როგორც მდგრადობაზე ორიენტირებული კომპანია, ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება გარემოსა და საზოგადოების კეთილდღეობაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას. ნახშირბადის ემისიების შემცირებით დაწყებული ეკო-მეგობრული ინიციატივების განხორციელებით დასრულებული, ჩვენი ბიზნეს საქმიანობის ყველა ასპექტი მდგრადობას მოიცავს.  

    ჩვენი ძალისხმევა - მიმართული მდგრადი განვითარებისკენ, არის ჩვენი ღრმა რწმენა პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკის დასანერგად. ჩვენ გვჯერა, რომ მდგრადი ნაბიჯების გადადგმით შევძლებთ შევქმნათ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი.