Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    ივნისი 10, 2023

    მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის

    9-10 ივნისს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ბათუმში, ეროვნული და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა – „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის“ გაიმართა. მედიის მნიშვნელობაზე, საქართველოში კორპორაციული მდგრადობის განვითარებაში „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, იზა გოცაძემ  ისაუბრა. 

    სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მანდატსა და საქმიანობაზე, ასევე, საქართველოში კორპორაციული მდგრადობის კომუნიკაციაზე ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა.